ანდრეს ინიესტას მშობლიურ ალბასეტეში ფეხბურთელისთვის ძეგლის დადგმას აპირებენ. ეს ინფორმაცია ქალაქის მერმა, მანუელ სერანომ გაასაჯაროვა. საფეხბურთო კლუბ “ალბასეტეს” და მერიის, ასევე ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების და ინიესტას ოჯახის წევრების მიერ შემდგარი ჯგუფი საუკეთესო დიზაინს შეარჩევს.
სკულპტორი ქანდაკებას ერთ წელიწადში დაასრულებს, რის შემდეგაც ის ადგილს პუენტა დელ პარკეს პარკში დაიდებს.
“ანდრეს ინიესტა თავისი მოკრძალებით და თავდადებით ალბასეტეს საზოგადოების ღირებულებებს წარმოადგენს”. – თქვა სერანომ.
პროექტის ინიციატორებს, მერიას და სოლისის ფონდს “ბარსას” ექს-კაპიტნის მამამ მადლობა გადაუხადა.
ინიესტას საფეხბურთო კარიერა სწორედ ალბასეტეში დაიწყო, თუმცა მას აქ პროფესიონალურ დონეზე არ უთამაშია.




კაია 😉
ეკუთვნის😘
ინი მომენატრე
რაკომენტარებია რაარის პუიოლი სად მოტეხეთ ????? უდიდესი კაპიტანი პირველ რიგში პუის ძეგლი უნდა დაიდგას
აუ რა მაგარია , მასაც ეკუთვნის ძეგლი და ჩავისაც ბარსელონაში