მარჯვენა ხელის ძვლის მოტეხილობის გამო, ლიონელ მესი მომდევნო მატჩებში მოედანზე ვერ გავა, თუმცა მისი გამოჯანსაღების პროცესი ხვალვე დაიწყება.
Marca-ს ინფორმაციით, პროცესის დაჩქარება არგენტინელს თავადაც არ სურს და უნდა, სრულად განიკურნოს.
მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი მესის მდგომარეობის გათვალისწინებით გაირკვევა. ახლანდელი სიტუაციის მიხედვით, კაპიტანი დაახლოებით 3 კვირას იუქმებს და 11 ნოემბერს, “ბეტისთან” დაბრუნდება, თუმცა, თუ ყველაფერი დაგეგმილზე უკეთესად მოხდა, მას 6 ნოემბერს, “ინტერთანაც” ვიხილავთ.
არსებობს იმის ალბათობაც, რომ “ბარსელონა” არ გარისკავს და მესის არც “ბეტისთანაც” ათამაშებს. ამ შემთხვევაში, მის დასვენებას სანაკრებო პაუზისთვის განკუთვნილი დროც დაემატება და გუნდის ლიდერი “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებას ბოლომდე ჯანმრთელი შეხვდება.




იმ ფეხბურთს შევ.ცი სადაც მესი არააა
იმედია მესის დაბრუნებამდე ყველა მატჩს მოიგებენ!