“სევილიასთან” მატჩის პირველ ტაიმში, “ბარსელონასთვის” უარყოფითი ფაქტი მოხდა. გუნდის კაპიტანი, ლეო მესი, მეტოქესთან შეჯახების შემდეგ მინდორზე უხერხულად დაეცა და ხელი დაიზიანა.
ძლიერი ტკივილის გამო, არგენტინელს მოედნის დატოვება მოუხდა. 26-ე წუთზე, მის ნაცვლად თამაშში უსმან დემბელე ჩაერთო.
ნაადრევად გასვლის მიუხედავად, არგენტინელმა თავის გამოჩენა ორჯერ მოახერხა: ჯერ, მე-2 წუთზე ფილიპე კოუტინიოს გოლის ასისტი მიითვალა, 10 წუთის შემდეგ კი თავადაც შეაგდო.
ხვალ გავიგებთ, არის თუ არა მესის ტრავმა სერიოზული.




beinsports-ზე ვუყურებდი თამაშს და კომენტატორმა თქვა უახლესი ინფორმაციით საავადმყოფოდან მესი თამაშს შეძლებს ინტერთანო არაფერი სერიოზული არ არისო… თუმცა ვალიკომ შეიძლება მაინც დაასვენოს და მეორე ტაიმში შემოიყვანოს… ელ კლასიკო უფრო მნიშვნელოვანია
იმედია რომელიმე თამაში არ გაუცდება 26 წუთი წაითამაშა გადაწყვიტა ყველაფერი და დაისვენა :Dდდდ