კვირას, რადიოსადგურ “კადენა კოპეს” ეთერით სკანდალურმა ინფორმაციამ გაიჟღერა. ჟურნალისტმა, ხუან ანტონიო ალკანამ განაცხადა, რომ მას სანდო წყაროს მეშვეობით ხელთ ჩაუვარდა ინფორმაცია იმის თაობა, რომ მადრიდის “რეალი” აპირებს მოთხვნით მიმართოს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, რათა “ბარსელონასა” და “ვალენსიას” ფეხბურთელებს უფრო სერიოზულად ჩაუტარდეთ დოპინგ–კონტროლი.
ამასთან დაკავშირებით “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ–გვერდმა განცხადება გააკეთა:
“ს/კ “ბარსელონა” აღშფოთებას გამოხატავს იმ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც კვირას, რადიოსადგურ “კადენა კოპას” ეთერით გავრცელებლდა, თითქოს კლუბს რაიმე კავშირი აქვს “დოპინგის” მიღებასთან. ს/კ “ბარსელონა” მკაცრად აკრიტიკებს ისეთ ქმედებას, რაც ეწინააღმდეგება “სამართლიანი თამაშის” პრინციპებს და ზიანს აყენებს სპორტული შეჯიბრის იმიჯს.
ს/კ “ბარსელონა” კატეგორიულად მოითხოვს, დაუყონებლივ იქნას უარყოფილი გავრცელებული ინფორმაცია და იტყობინება, რომ იურიდიული დეპარტამენტი დგამს შესაბამის ნაბიჯებს კლუბის ინტერესების, სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელებისა და ექიმების დასაცავად. კლუბი მზადაა გადადგას მსგავსი ნაბიჯები, საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.”
