მაურო იკარდი, რომელიც, მსოფლიოს თასის გამოტოვების შემდეგ, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა არგენტინის ნაკრებში გამოიძახა, აცხადებს, რომ ლიონელ მესი “ალბისელესტეში” აუცილებლად უნდა დაბრუნდეს.
“მესის ნაკრებში დაბრუნება აუცილებელია. 2019 წელს, კოპა ამერიკაზე უნდა ვითამაშოთ, ამ ტურნირზე კი ის ნამდვილად დაგვჭირდება”.
სანამ “ბარსელონას” კაპიტანი ნაკრებში ისევ გამოცხადდება და მოედანზე იკარდისთან ერთად გავა, ის თანამემამულეს ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდება. “ბარსა”-“ინტერის” პირველი მატჩი 24 ოქტომბერს გაიმართება, განმეორებითი კი – 6 ნოემბერს.




აუ შეგიდზლიათ ამიხსნათ იკარდის და მესის რატო აქვთ უთანხმოება?????
სამპაოლის დააასხა თავზე მესიმ რა შემადგენლობა აათამაშა მსოფლიოზე როგორ დამენანა კარგი შამსი იყო უფრო მეტს მიეღწიათ თუნდაც მაგრამ ჩაისვარა
წესით კოპა უნდა მოიგონ