ხვალ, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსვ-ს უმასპინძლებს. ჰოლანდიური კლუბი ჯგუფის აუტსაიდერადაა მიჩნეული და შესაბამისად, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა 3 ქულა აუცილებლად უნდა აიღოს. ამისთვის, გოლების გატანაა საჭირო, გოლების გატანა კი თავდამსხმელებს ევალებათ, პირველ რიგში, ლუის სუარესს.
ურუგვაელისთვის ამ მატჩს განსაკუთრებული დატვირთვა ექნება, რადგან ის მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე (“ბარსას” მაისურით – 37-ე) შეხვედრა იქნება. აქამდე ჩატარებულ თამაშებში მან 24 ბურთი შეაგდო, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი 2014-დან 2016 წლამდე, ბოლო პერიოდში კი, 18 მატჩში, მან თავი მხოლოდ ორჯერ გამოიჩინა.
სუარესმა ორივე გოლი “კამპ ნოუზე”, პსჟ-ს და “რომას” წინააღმდეგ გაიტანა.
ეს სტატისტიკა არც ისე მოსაწონია ფეხბურთელისთვის, რომელსაც საუკეთესო ფორვარდობაზე აქვს პრეტენზია. შესაბამისად, ლუისმა მაჩვენებლის გამოსწორება ხვალიდან უნდა დაიწყოს.


Kai shedegia
ვინმე მაგარი უნდა დაითრიოს ბარსამ ფორვარდის პოზიციაზე თორე საშველი სადაა
მოუმატე სუა
უნდა შეაგდოს 2 ბურთი მაინც
რაც ითამაშა ამ სეზონში იმის მიხედვით არ მაქ იმედი რო გაიტანს