მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა ლიგის მე-3 ტური: მესისა და რაკიტიჩის გოლები საუკეთესოთა სიაში

ლა ლიგის მე-3 ტური: მესისა და რაკიტიჩის გოლები საუკეთესოთა სიაში

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში “ბარსელონამ” “უესკას” წინააღმდეგ დამანგრეველი გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ტურნირის ახალწვეულები 8:2 დაამარცხეს.

ლა ლიგის ოფიციალურ “ფეისბუქზე” გასული ტურის 5 საუკეთესო გოლი გამოქვეყნდა. კარიმ ბენზემას (“რეალი”), როჯერ მარტისა (“ლევანტე”) და რუბენ სობრინოსთან (“ალავესი”) ერთად ტოპ ხუთეულში ივან რაკიტიჩი და ლიონელ მესი მოხვდნენ.

3 მატჩში მოპოვებული 9 ქულითა და გატანილი 12 გოლით კატალონიური გრანდი სატურნირო ცხრილის სათავეშია. ლა ლიგის მომდევნო შეხვედრას “ბარსელონა” 15 სექტემბერს, “სოსიედადის” წინააღმდეგ გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • sergio busquets5
    schedule 06 სექ 2018, 16:50

    კარგია. ესე გააგრძელეს ბიჭებო და წელს ლიგასაც მოვიგებთ

  • MAYER
    schedule 06 სექ 2018, 16:25

    ციტატა: M10 S9 D11
    მაგარი გოლი გაატანინა მესიმ ვანიას იმენა დაუხატა პასი


    რაკიტიჩსაც ნუ დაუკარგავ გენიალურობას ))