“ბარსელონას” მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მზადაა ახალწვეულებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს.
Sport-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” თავკაცი ზაფხულის შენაძენთა ადაპტაციით კმაყოფილია. სწორედ ამიტომ, სანაკრებო პაუზის შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი ლა ლიგაში, სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგაში მათ უფრო აქტიურად ჩართავს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონებმა არტურო ვიდალი, კლემან ლენგლე, მალკომი და არტური შეიძინეს.




მთავარია დემბელეს არშეეზღუდოს დრო მგონი ძლივს შედის რაღაც ფორმაშიდა ეგ ტემპიც არ დაკარგოს
რა დავაშავეთ ეს რომ მწვრთნელად დაგვინიშნეს? ალბათ პერესმა იჩალიჩა
იმედია სიტყვის კაცი ხარ და შეასრულებ შენ სიტყვას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეგ გუნდის წაატებისთვის და ფეხბურთელების განვითარებისთვის