“ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი ხაზს უსვამს საკუთარი თამაშის იმ კომპონენტს, რომლის დახვეწაც სურს.
“თერთმეტმეტრიანების შესრულებაზე უნდა ვიმუშავო, რათა ჩემი თამაშის ეფექტი გაიზარდოს. დარტყმის დამუშავება და მატჩის დროს პენალტის გამოყენება ერთმანეთისგან განსხვავდება.
სტანდარტულ სიტუაციაში შენზე გავლენას უამრავი რამ ახდენს. შეიძლება გქონდეს წინასწარ შემუშავებული გეგმა, მაგრამ მისი სისრულეში მოყვანა ყოველთვის არ გამოგივა.
თანამედროვე მეკარეები საოცარ დარტყმებს იგერიებენ. პენალტების შესრულება ის კომპონენტია, რომელიც აუცილებლად უნდა დავხვეწო.”-ამბობს მესი.
არგენტინელ ფეხბურთელს კარიერაში შესრულებული 88 პენალტიდან 71 აქვს გატანილი.




არგიხდება ეს მაიკა და არც ეს სიცილი 😀 შენ ბურთი და ბარსას მაისური გიხდება
საერთოდ რა სალახი და რა მოდრიჩი (მესსი , ნეიმარი , რონალდუ უნდა უნდა იყვნენ სამეულში მუდამ თუ ნაგდად საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა სურს ფეხბურთს )
დახვეწავ ლომო