მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ვერ იბრძოლებს

ლიონელ მესი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ვერ იბრძოლებს

UEFA-მ 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს სამი ნომინანტი დაასახელა, რომელთა შორისაც ვერცერთი “ბარსელონელი” ვერ მოხვდა. კატალონიური გუნდის ერთადერთი წევრი, რომელიც ამ სიაში მოიაზრებოდა, რა თქმა უნდა, ლიონელ მესი იყო, მაგრამ სამეულში მისი ადგილი არ აღმოჩნდა. 

არგენტინელმა გასულ სეზონში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა. 

სამეულს შემდეგი ფეხბურთელები ადგენენ: მოჰამედ სალაჰი, რომელსაც “ლივერპულთან” ერთად საოცარი სეზონი ჰქონდა; ლუკა მოდრიჩი, რომელიც მსოფლიოს თასის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა და კრიშტიანუ რონალდუ. 

ეს სია ჟიურის 80 წევრის მიერ იქნა შედგენილი, მათ შორის იყვნენ ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე გასული კლუბების მწვრთნელები და 55 ჟურნალისტი. გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დაწყების წინ გახდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (84)

  • SALIO
    schedule 21 აგვ 2018, 21:56

    ლეო – შე გენიოსო <3<3<3

  • zazala7
    schedule 21 აგვ 2018, 21:16

    ლა ლიგაში 34 ბურთის გამტანი და საუკეთესო ბომბარდირი უეფას ნომინაციაში ვერ ხვდებოდეს, რა სისულელეა. ვინ გინდათ მერე ასეთი წილისყრის ობიექტურობაში დაარწმუნოთ

  • emzari
    schedule 21 აგვ 2018, 18:14

    რონალდუ რას იმსახურებს რო?

  • edmond
    schedule 21 აგვ 2018, 12:34

    კარგით რა რა სალაჰი ფუ ამათი….