მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: რაფინია ჩვენთან დარჩება

ვალვერდე: რაფინია ჩვენთან დარჩება

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, რაფინიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდში ყოფნა წლევანდელი სეზონისთვის მის გეგმებში შედის. 

“რაფინია შემადგენლობის წევრია და ახლანდელი მდგომარეობით, მომდევნო სეზონშიც ასე იქნება. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე არ იხურება და ბოლო დღეებში ბევრი ჭორი გავრცელდება, მაგრამ, ვფიქრობ, ის ისევ ჩვენთან იქნება. 

რაფინიას მდგომარეობა მხოლოდ შარშან შეიცვალა. ეს იმის გამო მოხდა, რომ მან ტრავმა მიიღო და დიდი დრო გაუცდა, გუნდი კი უკვე მთლიანად შეკრული იყო. ფორმიდან ამოვარდნის ასარიდებლად, მას რეგულარულად თამაში სჭირდებოდა, მასთან ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ იჯარა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. წელს კი, რაფინიამ გუნდთან ერთად თავიდანვე ითამაშა”. – თქვა ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 18 აგვ 2018, 14:02

    ციტატა: M10 S9 D11
    კაი რა ვალო კაი რააა მოსაშრებელია ეს ფაფხურა გუნდიდან მარტო ამხანაგურ თამაშებში როა მაგარი


    ასეა საჭირო, ეხლა ესე თუ განაგრძო ამის ფასი აიწევს და გაისად უფრო კარგად გაიყიდება.

  • davidus2020
    schedule 18 აგვ 2018, 11:20

    წელს რაფინიამშვენიერ ფორმაშია , თუ ასე გააგრძელა ძალიან კარგი იქნება

  • donandresiniesta8
    schedule 18 აგვ 2018, 11:04

    დენისს ისევ ეს მირჩევნია, პაკო და დენისი გაყიდონ და სუარესს წესიერი შემცვლელი მოუყვანონ ბებიაჩემის ძროხას რო გავს

  • Geroge Jussie
    schedule 18 აგვ 2018, 10:00

    ციტატა: M10 S9 D11
    კაი რა ვალო კაი რააა მოსაშრებელია ეს ფაფხურა გუნდიდან მარტო ამხანაგურ თამაშებში როა მაგარი


    ეტყობა თვალ დახუჯული უყურებ ბრატ 😀 ძაან მაგარია