workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალმუნია: “რამდენიმე ფეხბურთელი, უბრალოდ დადიოდა მინდორზე”

ალმუნია: “რამდენიმე ფეხბურთელი, უბრალოდ დადიოდა მინდორზე”

ლონდონის “არსენალის” მეკარემ მანუელ ალმუნიამ კატალონიის “ბარსელონასთან” წაგებულ მატჩზე ისაუბრა. ესპანელი კიპერის თქმით, მისი რამდენიმე თანაგუნდელი მოედანზე არ დარბოდა:

“ბარსელონა” მატჩის მიმდინარეობას სრულიად აკონტროლებდა. მეორე ტაიმში რამდენიმე ჩემი თანაგუნდელი უკვე აღარ დარბოდა. ჩვენ სულ რაღაც ერთი გოლი გვჭირდებოდა და ამ გოლს შეიძლება გაეტეხა კიდეც მეტოქე. როდესაც 3–1–ს ვაგებდით, ხმოლოდ ერთი გოლის გატანა გვაძლევდა ხელს. თუმცა ეს რთული იქნებოდა, რადგანაც ფეხბურთელები უკვე აღარ დარბოდნენ. ჩვენ დაღლილები ვიყავით და ვფიქრობდით, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. გოლი შეიძლებოდა ნებისმიერ სიტუაციაში გასულიყო. ჩვენ დამარცხება სწორედ, რომ დაღლილობის ბრალი იყო. ჩვენი ფეხბურთელი გაგდებამ სხვებზეც იმოქმედა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ “ბარსელონას” ვეთამაშეთ, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში,” დაასრულა მანუელ ალმუნიამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში