მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტურო ვიდალი – მესამე ჩილელი “ბარსელონაში”

არტურო ვიდალი – მესამე ჩილელი “ბარსელონაში”

ბოლო წლები ჩილური ფეხბურთისთვის ოქროს ხანა იყო. მათი ნაკრები სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა და გასაკვირი არაა, რომ ამ გუნდს “ბარსელონაში” ორი წარმომადგენელი ჰყავდა, ახლა კი მათ მესამეც შეემატა: ალექსის სანჩესის და კლაუდიო ბრავოს შემდეგ, კატალონიურ გუნდს 31 წლის ნახევარმცველი, არტურო ვიდალი შეუერთდა. 

პირველი ჩილელი, რომელმაც “ბარსელონაში” ითამაშა, სანჩესი იყო. ის კატალონიელებმა 2011 წელს, “უდინეზედან” დაიმატეს. გუნდში გატარებული სამი სეზონი მისთვის ძალიან პროდუქტიული გამოდგა. ჩატარებულ 141 შეხვედრაში მან 47 გოლი გაიტანა და 6 ტიტული მოიგო. ამის შემდეგ, 2014 წელს, მან ლონდონის “არსენალს” მიაშურა. 

ალექსისის წასვლის შემდეგ, “ბარსელონაში” კლაუდიო ბრავო მოვიდა. ჩილეს ნაკრების კაპიტანი კლუბში “რეალ სოსიედადიდან” გადმოვიდა. ბრავოს კატალონიური კარიერის სტარტი წარმატებული გამოდგა: მან პირველ სეზონში რეკორდი დაამყარა, ზედიზედ 8 მატჩში მშრალად შენახული კარით. მიუხედავად ამისა, მომდევნო, 2015/16 წლების სეზონში “ბარსას” კარს ძირითადად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იცავდა, რამაც ბრავოს წასვლა გამოიწვია. კლაუდიომ გუნდში 75 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 43 გოლი გაუშვა. 

არტურო ვიდალს იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც “ბარსელონამ” ბოლოს დაიმატა, ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. კარიერის “კოლო კოლოში” დაწყების შემდეგ, ვიდალი გერმანიაში, ლევერკუზენის “ბაიერში” გადავიდა, საიდანაც “იუვენტუსს” მიაშურა, ბოლოს კი მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობდა. 

ორშაბათს, მისი პრეზენტაციის შემდეგ, არტურომ ახალ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა, მისი დებიუტი კი დიდი ალბათობით 12 აგვისტოს, “სევილიას” წინააღმდეგ მატჩში შედგება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 08 აგვ 2018, 10:13

    საინტერესოა, პატარა შეცდომა რო არ იყოს სტატიაში გაპარული:
    ბრავო გუნდიდან იმიტომ არ წასულა რო ძირითადში დაკარგა ადგილი, პირიქით ის ნომერი პირველი იყო ბოლომდე სანამ პეპმა სიტიდან არ დაუძახა და ოქროს მთებს არ დაპირდა, თანაც თვითონ ფეხბურთელიც არ მალავდა, რო ოჯახს ძალიან უნდოდა ინგლისში გადაბარგება და ამის ინიციატორი უფრო მისი მეუღლე იყო, რომელსაც ძალიან უნდოდა შვილების ინგლისურ სკოლებში და ინგლისურ წესებზე აღზრდა.

  • მასტერსპორტა
    schedule 07 აგვ 2018, 23:31

    სიმარტლე რომ თქვა კლასიკოზე ბრავოც და სანჩესიც კარგად ირჯებოდნენ იმედია ბიდალიც მათ მიბაძავს

  • ROUCH
    schedule 07 აგვ 2018, 22:54

    ისე ეს ბრავოც რო ავარდა და წავიდა ბარსადან გვარდიოლამ რა არ მიალპო სკამზე