კატალონიის “ბარსელონას” ფრანგმა მცველმა, ერიკ აბიდალმა “არსენალთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, იტყობინება Marca. ფრანგმა სურვილი გამოთქვა, რომ 1/4 ფინალში თავის ყოფილ კლუბს, “ლიონის ოლიმპიკს” დაუპირისპირდეს, თუმცა “ლიონს” 1/4 ფინალამდე მადრიდის “რეალთან” ურთულესი მატჩი ელის:
” მე არასოდეს მითამაშია “ლიონში” ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. ის ჩემი გუნდია და არაა გასაკვირი, რომ მათი წარმატება მსურს. მათ არ გაუმართლათ, რადგანაც ისინი მადრიდის “რეალს” ხვდებიან. მე არაფერი მაქვს “სამეფო კლუბის” საწინააღმდეგო. ბენზემა ჩემი კარგი მეგობარია და რა თქმა უნდა მე გამიხარდება მისი წარმატება, თუმცა მე მსურს “ლიონის” წინააღმდეგ თამაში, ჩემს სახლში ჩემი ოჯახის და მეგობრების თვალწინ,” დაასრულა ერიკ აბიდალმა.
ცნობისთვის “არსენალთან” მატჩში პუიოლისა და პიკეს არ ყოფნაში სწორედ, რომ აბიდალი იყო “ბარსას” დაცვის ლიდერი.
