კატალონიური RAC 1-ის მიხედვით, “ბარსელონას” ახალწვეულებმა მომდევნო სეზონისთვის მაისურის ნომრები აირჩიეს. წყაროს ცნობით, არტურო ვიდალი 22 ნომერს აიღებს, რომელიც კლუბიდან მისი მოგვარის წასვლის შემდეგ გათავისუფლდა. ვიდალი სამივე ევროპულ გუნდში 23 ნომერს ატარებდა. ერთადერთი გამონაკლისი “იუვენტუსის” ერთი სეზონი იყო: 2011/12 წლებში მას სწორედ 22 ნომრიანი მაისური ეცვა.
რაც შეეხებათ დანარჩენ ფეხბურთელებს, მალკომი 7 ნომრით ითამაშებს, რომელიც ბოლოს არდა თურანის საკუთრება იყო, კლემან ლანგლე კი პაულინიოს 15 ნომერს აირჩევს.
ანდრეს ინიესტას 8-ნომრიანი მაისურს კი, რომელიც “ბარსელონასთვის” დიდ დატვირთვას ატარებს, არტური გადაიბარებს.




ახლა უნდა დავიწყოთ ნომრების გათავისუფლება!
ამ დენისსაც წაართმევდნენ ნეტა 6 ნომერს. ტყუილად აფუჭებს
https://m.youtube.com/watch?v=leppmFAAXfk.

პ.ს. და ვაგე რა ნომერს აიღებს?
ვაგწ პირველ გუნდში არ იქნება
ბარსა ბში ითამაშებს ეგ
შესაბამისად თუ პირველ გუნდში გამოიძახებენ 25ს ზევით რონელიმე ნომერს აიღებს
საინტერესოა მაგრამ მაინც მწყდება გული პოგბაზე (((