workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იოზილი:” ვან პერსის გაძევება უსამართლობა იყო”

იოზილი:” ვან პერსის გაძევება უსამართლობა იყო”

მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა ესპანურ გამოცემა AS–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონასა” და “არსენალს” შორის, რობინ ვან პერსის მოედნიდან გაძევენა უსამართლობა იყო:

 

” მე “ბარსელონასა” და “არსენალს”  შორის გამართული მატჩი ვნახე. რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გვინდოდა კატალონიელების კრახი. წინ ჩვენ უამრავი მატჩი გველის და დიდ გამარჯვებებზე ვფიქრობთ. რაც შეეხება რობინ ვან პერსის მოედნიდან გაძევებას, ყველამ დაინახა, რომ ეს არ იყო სწორი საქციელი. შემიძლია ეს ყველას ვუთხრა,” დაასრულა ახალგზრდა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ლონდონელები 3–1 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. თუ ვინ იქნება “ბარსას” მეტოქე 1/4 ფინალში 18 მარტს გაირკვევა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში