არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ხუან სებასტიან ვერონი მიიჩნევს, რომ “ალბისელესტე” მხოლოდ ლიონელ მესიზე დაყრდნობას ვეღარ შეძლებს და შესაბამისად, რთული გარდამავალი პერიოდი ელის.
“მოვიდა დრო შეიქმნას სრულიად სხვა გუნდი. თუ ლეოს სურს მისი ნაწილი იყოს, ის უნდა ჩაერთოს მასში, თუმცა ერთხელ და სამუდამოდ აუცილებელია იმაზე ფიქრის დავიწყება, თუ ვინ შეძლებს ჩვენს გადარჩენას მარტოდ. ლეო ნაკრებში თავს არაკომფორტულად გრძნობს, მის შემადგენლობაში თამაში მას ბედნიერს არ ხდის, ამიტომაც შედეგზე პასუხისმგებლობის აღება მისთვის რთულია.
მაგრამ ჩვენ მას დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, ვუთხრათ, რომ ის გვჭირდება, ვინაიდან ის არგენტინის ნაკრების სული და ყველაზე დიდი კუმირია! მე მსურს, რომ ლეომ ცივსისხლიანობა შეინარჩუნოს და თავის ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს, მაშინ ჩვენ კვლავ ჩემპიონები გავხდებით.” – ციტირებს ვერონს ESPN Argentina.




ხო გითხარი მაქსიმუმ დილამდე თქო:)))
დაიდო ვიდალზე ოფიციალურზეც …
99%-ით ჩვენია
ბარსა მანიახე წვიკითხე კომენტარებში ხელი მოაწერაო ვიდალმა უკვე და ორშაბათს გაოფუციალდებაო და რამდენათ მართალია ვნახოთ.
ვიდალზე რა ისმის?
მარტო მე არ ვარ მოხარული ამ სატრანსფერო შენაძენებით (არტურის გამოკლებით)