მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნელსონ სემედუ: ეს სეზონი წინაზე უკეთესი იქნება

ნელსონ სემედუ: ეს სეზონი წინაზე უკეთესი იქნება

“ბარსელონა” პრე-სეზონის ბოლო მატჩისთვის ემზადება. დღევანდელი სავარჯიშო სესიის წინ, გუნდის პორტუგალიელმა მცველმა, ნელსონ სემედუმ ჟურნალისტებთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. 

“ვფიქრობ, ეს სეზონი გასულ სეზონზე უკეთესი იქნება. მე კარგ ფორმაში ვარ, გუნდთან ბოლომდე შევთამაშდი და ამაში თანაგუნდელები, შტაბის წევრები და გულშემატკივრები დამეხმარნენ. 

არ ვიცი, გადაწყვეტს თუ არა მწვრთნელი სერჟი რობერტოს ნახევარდაცვაში აწევას და ჩემთვის შემადგენლობაში ადგილის განთავისუფლებას. ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ჩვენ, ორივეს ერთი მიზანი გვაქვს და ეს კლუბის დახმარებაა. 

გვინდა, ყველა ტურნირზე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ეს ყოველთვის ასეა და გამონაკლისი არც მომავალი წელი იქნება. “ბარსელონას” ასეთი შედეგის მიღწევის რესურსი ნამდვილად აქვს. 

როგორც ხედავთ, ახალწვეულები კარგად გამოიყურებიან. ისინი გოლების გატანას უკვე ახერხებენ. ვცდილობ, ამაში ხელი მეც შევუწყო. ორ ბრაზილიელთან პორტუგალიურად ხშირად ვსაუბრობ.

ახლა, გუნდში ყველა ფეხბურთელი არ გვყავს, მაგრამ მაინც ბევრი პოზიტიური დეტალის შემჩნევა შეიძლება. ბევრია გამოსასწორებელიც და მათზე მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებთ”. – განაცხადა სემედუმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • Guro messi
    schedule 03 აგვ 2018, 17:12

    სემედუ მაგრად ითამასებს ბარსაში.