მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “რომასთან” მატჩის შემდეგ

ერნესტო ვალვერდე “რომასთან” მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “რომასთან” მატჩი შეაჯამა. 

“75 წუთი კარგად ვითამაშეთ. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჩვენ გვსურდა, მაგრამ ბოლოს უპირატესობა დავთმეთ. 

ეს შედეგი არც ისე ცუდია იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ რა ასაკის ფეხბურთელები გვყავდა მოედანზე. კარგია, რომ მათ ბევრი მომენტის შექმნა მაინც მოახერხეს. რა თქმა უნდა, მოგება გვსურდა, მაგრამ აქ, პირველ რიგში, ჩვენს მოთამაშეებზე დაკვირვებისთვის ვარ და მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. 

მალკომი ძლიერი ფეხბურთელია. მას ბურთის სიღრმიდან ამოტანა შეუძლია და შორეული დარტყმებიც კარგად გამოსდის. დარწმუნებული ვარ, ის მომავალში დიდ სამსახურს გაგვიწევს. 

რაფინია წინა სეზონის პირველ ნახევარში ტრავმირებული იყო და მისი შეფასების საშუალება მაშინ არ მქონდა. ახლა კი, ის მშვენივრად გამოიყურება და თამაშში ბოლომდეა ჩართული. მას არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც ჩვენთვის ხელსაყრელია”. – განაცხადა ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • givi pavlovichi
    schedule 01 აგვ 2018, 12:28

    ვალვერდეეე…წაეთრიე,წაეთრიე!

  • Geroge Jussie
    schedule 01 აგვ 2018, 12:21

    ციტატა: KAKO-BARCA
    Aაცვი ვალველდემ ბარსადან.რომასტან სულ როგორ უნდა ცააგო?


    კაი რა გინდა სულ რატო 4-1 ხო მოიგო :DDD

  • giorgi123456
    schedule 01 აგვ 2018, 11:50

    რაფინია გასაშვები არაა
    კარგი ბიჭია

  • KAKO-BARCA
    schedule 01 აგვ 2018, 11:27

    Aაცვი ვალველდემ ბარსადან.რომასტან სულ როგორ უნდა ცააგო?

  • Pele10
    schedule 01 აგვ 2018, 11:04

    რაფინია დატოვეთ უეჭველი დატოვეთ და მუნირიც