workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნუთუ ყველაფერი ასე მარტივია ?

ნუთუ ყველაფერი ასე მარტივია ?

გუშინ “ბარსელონამ” ისე ითამაშა, რომ ნებისმიერ გუნდს “შეშურდებოდა” მისი. ბურთის კონტროლი, კომბინაციური თამაში, ხანდახან ინდივიადუალური თამაშიც, შეტევა, ანგარიშში წინ ყოფნის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ შეტევა. 

ეს “ბარსელონას” ფილოსოფიაა. სხვაგვარი თამაში ამ გუნდის სტილში არ ჯდება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არც ჩაჯდება. ბურთის კონტროლი, დღეს– დღეობით ამ კომპონენტში “ბარსელონას” ბადალი არ ჰყავს. კატალონიელები ისე ადვილად აკეთებდნენ ყველაფერს, რომ გაისმოდა კითხვა “ნუთუ ყველაფერი ასე მარტივადაა ” ?

რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, ამის მისაღწევად კატალონიელმა თითოეულმა ფეხბურთელმა უდიდესი შრომა და ჯაფა გასწია, რათა ასეთები გამხდარიყვნენ, ისინი ახლა რასაც ასე მარტივად აკეთებდნენ, მათთვის კარიერის დასაწყისში ეს ყველაფერი ძალიან რთულად აღსაქმელი იყო. ნუთუ შეიძლება, რომ ბურთი 4–5 წუთის განმავლობაში ისე ათამაშო, რომ მეტოქემ იგი აუტშიც ვერ გადააგდოს ? ყველასთვის ძნელია, მაგრამ არა “ბარსელონასთვის”. ისინი ფეხბურთს რა თქმა უნდა ალამაზებენ და უფრო “ადვილს” ხდიან.

ლეო მესი, მოვლენა ფეხბურთის სამყაროში. მას მეტოქე გუნდის მწვრთნელები “არაერთხელ” გაუმწარებია, ისინი კი ეპითეტებს არ იშურებენ მესის მიმართ. ყველაზე ხმაურიანი მაინც “ატლეტიკოს” მწვრთნელისა იყო: “მესი 21–ე საუკუნის დი სტეფანოა”. ამ მოსაზრებას ძალიან ბევრი ეთანხემება, ძალიან ბევრი არა. გუშინდელ მატჩში ლეო მოედანზე საუკეთესო თუ არა ერთ–ერთი საუკეთესო მაინც იყო. მან პირველი და ბოლო ბურთი გაიტანა, მატჩში გარდატეხა შეიტანა.

დაწვრილებით მინდა ვისაუბრო პირველ გოლზე. ანდრეს ინიესტამ ჩინებული გადაცემა გაუკეთა არგენტინელს, მას შემდეგ რაც ესპანელმა თავისივე თანაგუნდელს და მეგობარს ფრანცესკ ფაბრეგასს ბურთი მოპარა. არგენტინელი ერთი ერთზე დარჩა ალმუნიასთან. ამ შემთხვევაში ფეხბურთელების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაარტყავდა, ზოგი მოტყუებას შეეცდებოდა, მესიმ კი ყველაზე ორიგინალური ვერსია მოიფიქრა, მეკარე “პატარა ბავშვივით” მოატყუა, თავზე გადაუგდო ბურთი და ცარიელ კარში შეაგდო იგი. ნუთუ, რომელიმე ფეხბურთელი გაბედავდა ასეთ მძიმე მომენტში ასეთი ფინტის გაკეთებას, ძალიან ცოტა თუ მოიძებნება დედამიწაზე, მაგრამ მესიმ ეს გააკეთა და გააკეთა ყოველგვარი აღელვების გარეშე, უმარტივესად, თითქოსდა ფეხბურთი ასეთი მარტივი რამ იყოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში