ესპანურ რადიო RAC1-ზე დაყრდნობით, Sport იტყობინება, რომ ლა კორუნიის “დეპორტივო” “ბარსელონასთან” შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა. გალისიურ კლუბს კატალონიური გუნდის 24 წლის მეკარის, ადრიან ორტოლას დამატება სურს.
ორტოლამ გასული სეზონი სეგუნდა დივიზონში, “ბარსა ბ”-სთან გაატარა და 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. “დეპორტივოს” მიზანი მომდევნო სეზონში ლა ლიგაში დაბრუნებაა, რისთვისაც გუნდს კარგი ტრანსფერები სჭირდება, საკუთარი კარის დაცვას კი ისინი ორტოლას ანდობენ.
ორტოლა “დეპორში” ერთ სეზონს გაატარებს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, კატალონიაში დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ მას დღევანდელ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა არ მიუღია.




Gaajmevinet
ანდონ ამკაცს სილენსენის ადგილი