მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მინა: მინდა, წარმატებებს “ბარსელონასთან” ერთად მივაღწიო

მინა: მინდა, წარმატებებს “ბარსელონასთან” ერთად მივაღწიო

იმის შემდეგ, რაც “ბარსელონამ” კლემან ლანგლე დაიმატა, გუნდში საკმარისზე მეტი ცენტრალური მცველია და ერთ-ერთმა მათგანმა, წესით, კლუბი უნდა დატოვოს. ჟურნალისტების ვარაუდით, ეს იერი მინა იქნება, რომელსაც ყველაზე ხშირად “ევერტონს” უკავშირებენ. 

კოლუმბიელი ფეხბურთელი კი, რომელიც “ბარსას” სულ რამდენიმე თვის წინ შეუერთდა, აცხადებს, რომ ჯერჯერობით მის გეგმებში კატალონიიდან წასვლა არ შედის. 

“შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ წარმატებების მიღწევა “ბარსელონასთან” ერთად მინდა. 

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ამას მაშინ გავაკეთებ, როცა შესაფერისი დრო იქნება და ჩემს ოჯახთან შეთანხმებით ავირჩევ იმას, რაც ყველასთვის საუკეთესო იქნება. ახლა კი, ჩემი შვებულებით ვიღებ სიამოვნებას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • Guro messi
    schedule 21 ივლ 2018, 17:57

    ვერმალენი გაუშვან და დატოვონ იერი.ცენტრალური მცველები გვეყოლება რაღაც სუპერი