workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი:”დღევანდელი თამაში ღირსეული ფინალი იქნება”

ფაბრეგასი:”დღევანდელი თამაში ღირსეული ფინალი იქნება”

როგორც იცით დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე შედგება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი ორი შეხვედრა. აქედან ძალზე საინტერესო ესპანეთში, კატალონიაში გაიმართება, სადაც ადგილობრივი კლუბი “ბარსელონა” ლონდონის “არსენალს” უმასპინძლებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 16 თებერვალს, ლონდონში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ამ ყველაფერზე, დღეს ჟურნალისტებს მატჩისადმი თავისი მოლოდინი გაუზიარა “მეთოფეთა” კაპიტანმა და ერთერთმა ლიდერმა ფრანსესკ ფაბრეგასმა.

 

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჩვენი გუნდისათვის. მატჩი, რომელიც დასრულდება ღირსეული ფინალით, რადგან ორივე კლუბი გახლავთ საკმაოდ კარგ ფორმაში. “არსენალმა” უნდა ითამაშოს თავის ჩვეული თამაში. ეს იქნება ჩვენთვის არა მარტო დიდი გამოცდა, არამედი დიდი შანსი ჩვენი ძალების წარმოჩენისა. მატჩის დროს ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რაც შეიძლება ცოტა სათამაშო სივრცე მიეცეს ლეო მესის. გასულ წლის შეხვედრა რომელიც 4:1 წავაგეთ ლეოს თამაში იყო. მან გაიტანა ოთხი გოლი გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.”

 

რაც შეეხება ჩემ ამ თამაშში მონაწილეობას, ამისათვის დიდად ვემზადები. მე შემეძლო შაბათსაც გავსულიყავი მოედანზე მაგრამ მაშინ ჯერ ძალიან ადრე იყო. ამის გარდა მე ძალიან მესიამოვნა ისიც, რომ გუშინ დავინახე რობინ ვან პესი სავარჯიშოდ გამოსული. იგი დარწმუნებულია, რომ “ბარსას” წინააღმდეგ თამაშს შესძლებს. “-განაცხადა სესკ ფაბრეგასმა “AS”-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში