უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა სია მსაჯებისა, რომლებიც სამშაბათს ჩასატარებელ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრებს განსჯიან.
საპასუხო შეხვედრაში “ბარსელონასა” და “არსენალს” შორის შვეიცარიელ არბიტრ მასიმო ბუზაკას ენდობიან, ლაინსმენები ფრანჩესკო ბურაჯინა და მანუელ ნავარო იქნებიან, ხოლო რაც შეეხება დამატებით მსაჯებს, შტეფან შტუდერი და სირილ ციმერმანი შეასრულებენ ამ ფუნქციას.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრას “შახტარსა” და “რომას” შორის ბრიტანელი არბიტრი მარტინ ატკინსონი განსჯის. ლაინსმენები – მარტინ მალარკი და პიტერ კირკაპი, ხოლო დამატებითი მსაჯები – ანდრე მარინერი და მაიკ ჯონსი იქნებიან.
