უკვე გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი, არტურ მელო კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. დაგეგმილი იყო, რომ ფეხბურთელი სამშობლოს კვირას დატოვებდა და კატალონიაში ჩაფრინდებოდა, სადაც ოფიციალურად წარადგენდნენ, თუმცა, Marca-ს ინფორმაციით ბოლო წუთს დოკუმენტაციებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა და არტურის გამგზავრება გადაიდო.
“გრემიოს” ყოფილი მოთამაშე ესპანეთში მომდევნო კვირის შუა დღეებში ჩავა და მისი პრეზენტაციაც მაშინ გაიმართება.
როგორც იცით, არტური ბრაზილიურ კლუბს ოფიციალურად გუშინ დაემშვიდობა.




ეს ბიჭი კარგი ფეხბურთელია და კარგადაც ითამაშებს ბარსაში