Sky Sports-ის ინფორმაციით, “ჩელსიმ” ვილიანის ტრანსფერის თაობაზე “ბარსელონასგან” მიღებული წინადადება უარყო. კატალონიური კლუბი 29 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდიდა.
კლუბებს შორის მოლაპარაკება გრძელდება. თავად ფორვარდმა “ჩელსის” წასვლის სურვილი გამოუთქვა. ვილიანს “ლურჯების” მთავარ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
ვილიანისთვის ბრძოლაში “ბარსას” კონკურენციას “მანჩესტერ იუნაიტედი” გაუწევს, რომელიც 69 მილიონ ევროს იხდის.




29წლის ფეხბურთელის მოყვანა რავიცი რა.ისე სკამისთვის იდეალურია