წარსულში ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხავიერ სავიოლამ ლიონელ მესი დაიცვა.
“მესი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ რუსეთში ნაჩვენები შედეგებით დამტკიცდა, რომ დამოუკიდებლად მუნდიალის მოგება შეუძლებელია. ფეხბურთი პროგრესირებს და თითოეული გუნდი მეტოქის შესწავლისკენაა მიდრეკილი.
გუნდები ერთმანეთს ტაქტიკურად ეთამაშებიან და სწორედ ამიტომ, ერთ ფეხბურთელს ტიტულის მოტანა არ შეუძლია. ეს ნეიმარის ბრაზილიასა და კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასაც ეხება.”-ციტირებს სავიოლას სიტყვებს Le 10 Sport.




და კამპანიარო