მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ბელგიის ნაკრებთან ერთად ინგლისის წინააღმდეგ “ბარსელონას” მცველმა, ტომას ვერმალენმა ითამაშა. მას პირველი ორი მატჩის გამოტოვება ტრავმის გამო მოუხდა, დღეს კი, თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.
ვერმალენი 74-ე წუთზე მწვრთნელმა ვინსენ კომპანით შეცვალა, რომელიც ასევე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა.
თამაში ბელგიელებმა ადნან იანუზაის მიერ მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მერვედფინალში მათი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, ინგლისს კი კოლუმბია შეხვდა.
პარალელურად, ტუნისის ნაკრებმა პანამა დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
წელს როგორც მჯერა ბელგიის ისე არასდროს არ მჯეროდა. GOBELGIUM❤️