მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს პუიოლი აგენტობას თავს ანებებს და ლა ლიგის და UEFA-ს ელჩი ხდება

კარლეს პუიოლი აგენტობას თავს ანებებს და ლა ლიგის და UEFA-ს ელჩი ხდება

როგორც გახსოვთ, “ბარსელონას” ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ანდონი სუბისარეტასთან ერთად კლუბის შტაბში დაიწყო მუშაობა, თუმცა იმის შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პუიოლი საფეხბურთო აგენტობას შეუდგა 

ის ყოფილ ფეხბურთელ ივან დე ლა პენიასა და იურისტ რამონ სოსტრესთან ერთად მუშაობდა. ისინი საკმაოდ ცნობილ მოთამაშეებს ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის მარკ ბარტრას, ბოიან კრკიჩს და სხვებს. 

თუმცა, Sport ადასტურებს, რომ პუიოლმა საქმიანობის შეცვლა გადაწყვიტა და აგენტობას აღარ გააგრძელებს. დიდი ალბათობით, ის ლა ლიგის და UEFA-ს ელჩი გახდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • Guro messi
    schedule 07 ივნ 2018, 17:12

    უმაგრესი კაცი