დღესდღეობით, live scoring-ის არაერთი ვებსაიტი არსებობს და, შეიძლება ითქვას, მომხმარებლის მოთხოვნილებებს ასე თუ ისე აკმაყოფილებს. თუმცა, ამ თემაზე აქამდეც გვისაუბრია და მიგვაჩნია, რომ ცოცხალი ანგარიშების სფეროს ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს.
რამდენიმე დღის წინ ცოცხალი ანგარიშების პირველი ქართული პლატფორმა, Hotscore.com-ი, გაეშვა. ამ ეტაპზე, საიტი სატესტო რეჟიმშია და მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისთვის ემზადება.
“Hotscore.com-ის ამ ვერსიაში, მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს როგორც მისთვის ნაცნობი, ისე სრულიად ახალი ფუნქციებით. ჩვენი საიტი უზრუნველყოფს ცოცხალი ანგარიშების უსწრაფეს და უზუსტეს მოწოდებას. ამ საკითხზე ჩვენი პროვაიდერები ზრუნავენ. ერთ-ერთი, Enetpulse, უკვე 17 წელია თანამშრომლობს live scoring-ის წამყვან ვებგვერდებთან. ამ ეტაპზე, Hotscore.com-ზე მომხმარებელს შეუძლია ურთიერთშეხვედრების დეტალების ნახვა და ფავორიტი მატჩების არჩევა. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, საიტზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა მატჩის პროგნოზი და გუნდების სავარაუდო შემადგენლობები. მატჩების pop up-ში თამაშის საინტერესო მომენტების ვიდეოები HD ხარისხით დაიდება. აქვე განთავსდება მატჩთან დაკავშირებული სტატიები და ახალი ამბებიც. ჩვენი მიზანია, გავაადვილოთ ინფორმაციის მიღების გზა. Hotscore-ი არ არის მხოლოდ ცოცხალი ანგარიშების საიტი, ჩვენი დახმარებით ნებისმიერი გულშემატკივარი იღებს ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ამა თუ იმ სპორტული მოვლენის შესახებ”, – ამბობს Hotscore-ის ერთ-ერთი შემქმნელი, ჯუბა გრიგოლია.
Hotscore.com-ი ორიენტირებულია პროგრესსა და განვითარებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ კიდევ უფრო საინტერესო სიახლეები გველის.

![რობერტ ლევანდოვსკის პრეზენტაცია [LIVE]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2022/08/robert-levandovski.webp)
საყურებელი ლინკებიც თუ ექნება მატჩებს დართული და ადამიანებს არ მოუწევთ ცალკე სხვა საიტზე ძებნა უკეთესი იქნება, დანარჩენი ყველაფერ კარგია, განსაკუთრებით ის რომ ქართUლადაცაა, წარმატებები.
მაგარი საიტია მომეწონა წარმატებები