მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩეს არმინიო: “რეალთან” მატჩის შემდეგ მესის ტყუილად ადანაშაულებდნენ

სანჩეს არმინიო: “რეალთან” მატჩის შემდეგ მესის ტყუილად ადანაშაულებდნენ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, სანჩეს არმინიო “ბარსელონა”-“რეალის” დაპირისპირებას იხსენებს. ამ შეხვედრის შემდეგ ლიონელ მესის მთავარ არბიტრზე, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებდნენ. 

“ეს ტყუილია, სრული სიცრუე. “რეალის” დირექტორმა ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა და ამით არა მხოლოდ ლეო მესი, არამედ მსაჯთან მთელი სისტემა შეურაცხყო. 

მესი ძალიან კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია, რომლის შესახებ ცუდად საუბრის უფლებაც არავის აქვს. არბიტრთა დონე კი ძალიან მაღალია, ისინი პროფესიონალიზმის მხრივ საუკეთესონი არიან, მაგრამ მათ შესაფერისად არ აფასებენ. მათ მიმართ თითს მხოლოდ მაშინ იშვერენ, როცა ისინი შეცდომას უშვებენ, ხოლო მაშინ, როცა ისინი მართლები არიან, ამას არავინ აკეთებს”. – აცხადებს არმინიო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Guro messi
    schedule 02 ივნ 2018, 13:10

    ლეო საუკეთესოა

  • messi and iniesta
    schedule 29 მაი 2018, 19:57

    2023 წლისთვის სემოგენახა და გეთქვა რა საჩქარო იყო