ჩინური კლუბის, “ჩუნცინ დანდაი ლიფანის” პრეზიდენტი, ძიან ლიჯანი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ ანდრეს ინიესტას კლუბში მიყვანა ვერ მოახერხა.
“გვინდოდა, ჩვენი გუნდი ახალ სიმაღლეზე აგვეყვანა. გასული წლის ივლისში, ინიესტა ჩუნცინში ჩამოვიყვანეთ და მისი ტრანსფერისთვის ნიადაგი მოვამზადეთ, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოვახერხეთ. ამის გამო ძალიან ვწუხვარ”. – აცხადებს ლიჯანი.
ინიესტას ყველაზე აქტიურად სწორედ “ლიფანს” უკავშირებდნენ, მაგრამ “ბარსელონას” უკვე ყოფილმა კაპიტანმა იაპონური “ვისელ კობე” აირჩია.




ანდრეესი იქ გადავიდა სადააც მმასს სურდაა