workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “გვარდიოლა “ბარსელონას” ფასეულობათა ჭეშმარიტი მატარებელია”

ჩავი: “გვარდიოლა “ბარსელონას” ფასეულობათა ჭეშმარიტი მატარებელია”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ინტერვიუ მისცა კატალონიურ გამოცემა “სპორტ” – ს სადაც მან ისაუბრა გუნდის თავკაცზე პეპ გვარდიოლაზე. 

“გვარდიოლა ამჟამად საკმაოდ მძიმედ არის, მას ზურგის ტკივილები კვლავ აწუხებს, მაგრამ ამისდა მიუხედავად იგი მაინც გვერდში უდგას გუნდს. მედიკოსებმა მას არ მისცეს ნება, რომ გაგმზავრებულიყო ვალენსიაში “მესტალიაზე” სადაც მისი გუნდი თამაშობდა, მაგრამ გვარდიოლამ თვითონვე მიიღო გადაწყვეტილება და გაემგზავრა გუნდთან ერთად. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ მისთვის “ბარსელონა” ძალიან ბევრს ნიშნავს, იგი “ბარსელონას” ფასეულობათა ჭეშმარიტი მატარებელია, პეპი თავის თავს ყოველთვის უფრო მეტს და მეტს სთხოვს, გვარდიოლა  ბრწყინვალე ადამიანია” – დაასრულა ჩავიერმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში