საკმაოდ დიდი ხანია, რაც “ბარსელონა” ამსტერდამის “აიაქსის” 18 წლის მცველის, მატიას დე ლიგტის მიმართ გამოხატავს ინტერესს. მას კატალონიურ გუნდს ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში უკავშირებდნენ, თუმცა საქმე სერიოზულ მოლაპარაკებამდე არ მისულა. დიდი ალბათობით, გუნდი ჰოლანდიელის მიმართ ინტერესს ზაფხულში განაახლებს, მაგრამ “ბარსას” კონკურენტი ეყოლება – “მანჩესტერ სიტი”, რომელსაც დე ლიგტის შეძენა ასევე სურს. გვარდიოლას გუნდი მას ვინსენ კომპანის შემცვლელად მიიჩნევს, “ბარსელონა” კი კლემან ლანგლეს ალტერნატივად.
დე ლიგტმა მიმდინარე სეზონში 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჰოლანდიის ჩემპიონატში მან 3 გოლის გატანა და 2 ასისტის შესრულებაც მოახერხა.




ამას ლლანგლეს ყიდვა სჯობს
პიკე სიბერის ზღვარზეა
გვჭირდება შემცვლელი
ათი თავით უფრო უკეთესი და პერსპექტიულია ეს ბიჭი ზუსტად ლანგლეზე. ძალიან მაგარი მცველი შეიძლება დადგეს ტოპ კლასი ! ამ ასაკში ფენომენალურია
გვარდი დაიკარგე აქედან გყავს შენ სტოუნზი და ლაპორტე, რა ლანგლეს ალტერნატივა რაც ლანგლე ღირს იმ ფასად ესეც მოვა, ეგ რო მაგარი იყოს მსოფლიოზე წაიყვანდა დეშამი