ხოსეპ გვარდიოლა საავადმყოფოში არის მოთამავსებული იმის გამო, რომ მას ზურგის ძლიერი ტკივილები აწუხებდა. წესით იგი ჰოსპიტალიდან გუშინ უნდა გაეწერათ, მაგრამ
გადაწყვიტეს პეპი ჰოსპიტალში კიდევ ერთი დღე დაეტოვებინათ.
ახლანდელი ინფორმაციის თანახმათ ხოსეპ გვარდიოლას არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კლუბის მიერ ჩატარებულ დასკვნით ვარჯიშში. მან ასევე გამოტოვა რა თქმა უნდა მატჩისწინა პრეკონფენფერენცია, რომელის მაგივრად ჟურნალისტების წინაშე მეორე მწვრთნელი ტიტო ვილანოვა წარსდგა.
ხოსეპ გვარდიოლას მედიკოსები არ აძლევდნენ უფლებას, რომ წასულიყო “ვალენსიაში” და დასწრებოდა მატჩს “მესტალიაზე”, მაგრამ მან თვითონ ისურვა, რომ კლუბს გაჰყოლოდა, მატჩის დროს მას აწუხებდა აუტანელი ტკივილები.
გვარდიოლა კვლავ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ არის, “სარაგოსასთან” დიდად სავარაუდოა, რომ პეპი არ იყოს, თუ ეს თვითონ მწვრთნელმა დაჟინებით არ მოითხოვა.


