workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი ვარჯიშს დაუბრუნდა

ვალდესი ვარჯიშს დაუბრუნდა

თითქმის ორ კვირიანი მკურნალობის შემდეგ “ბარსას” გოლკიპერი სრულად გამოჯანმრთელდა. ვიქტორ ვალდესი დღეს “სიუტატ ესპორტივაზე” გამოცხადდა და თანაგუნდელებთან ერთად მიიღო მონაწილეობა “სარაგოსასთან” მატჩისთვის მზადებაში. თამაში ხვალ, “კამპ ნოუზე” გაიმართება, ესპანეთის დროით 20:00 საათზე (თბილისის დროით 23 საათზე).

დღეს მოედანზე 21 ფეხბურთელი ვარჯიშობდა. მათ შორის იყვნენ “ბარსას” სარეზერვო კიპერი, რუბენ მინიო და გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი. პუიოლისთვის ექიმებს თამაშის ნებართვა არ მიუციათ. ხუთშაბათს მან ვარჯიში იზოლირებულად დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ის თანაგუნდელებს შეუერთდა. დღეს კი გუნდის კაპიტანი ვარჯიშის დაწყებისთანავე გუნდთან ერთად იყო.

უკვე მეორე დღეა ვარჯიშს ტიტო ვილანოვა ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ “ბარსას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა კვლავ რჩება საავადმყოფოში და მკურნალობას განაგრძობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში