მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებული გადამწყვეტი თარიღები

გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებული გადამწყვეტი თარიღები

“ატლეტიკოს” შემტევი, ანტუან გრიზმანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის “ბარსელონას” მთავარი სამიზნეა. კატალონიური Sport ასახელებს 4 გადამწყვეტ თარიღს, რომლებმაც ფრანგი ფეხბურთელის მომავალი ცნობილი უნდა გახადოს. 

20 მაისი

მადრიდული გუნდის ბოლო თამაში 2017/18 წლების სეზონში. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს განაცხადოს გრიზმანმა, რომ კლუბის დატოვებას აპირებს. 

16 ივნისი

ამ დღეს საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს თასზე ასპარეზობას დაიწყებს. გრიზმანს სურს, მისი მომავალი მუნდიალამდე გაირკვეს, ასე რომ, მისმა აგენტებმა ტრანსფერი დაახლოებით ამ დღისთვის შეათანხმონ. 

30 ივნისი

ეს ბოლო დღეა, როცა ანტუანის გამოსასყიდი თანხის რაოდენობა 200 მილიონია. მომდევნო დღეს ეს თანხა ორჯერ მცირდება. 

1 ივლისი

Sport-ის ცნობით, “ბარსელონას” ტრანსფერის დადასტურება სწორედ ამ დღეს სურს. დიდი ალბათობით, კატალონიელები უბრალოდ ფრანგის გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან. ისიც შეიძლება, რომ “ბარსამ” “ატლეტიკოსთან” განსხვავებულ შეთანხმებას მიაღწიოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Guro messi
    schedule 19 მაი 2018, 11:11

    გრიზმანი მაგარი ფეხბურთელია და ბარსაშიც მაგრად ათამაშდება

  • ქაქუ
    schedule 18 მაი 2018, 09:03

    ციტატა: azulgerana
    მაგარია. გრიზმანი შეძენა მაგრამ. ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი ახალი სახე გამოჩნდება და ვფიქრობ უკეთესი იქნება არ იჩქარონ ყიდვა. ვინ ამძღნერდება არავინ იცის არშავინივით. რონალდინიოსავით.


    რონალდინიო არუნდა ჩაგესვა მანდ☝️

  • messi and iniesta
    schedule 17 მაი 2018, 21:35

    1 ივლისი ყველაზე კარგი ვარიანტია მემგონი