მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” “რეალთან” ისტორიული სხვაობის დაფიქსირების შანსი აქვს

“ბარსელონას” “რეალთან” ისტორიული სხვაობის დაფიქსირების შანსი აქვს

კატალონიური კლუბის კიდევ ერთი მოტივაცია სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის: “ბარსელონას” შანსი აქვს, ლა ლიგის 2017/18 წლის გათამაშება ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, მადრიდის “რეალთან” ისტორიული სხვაობით დაასრულოს. 

როგორც იცით, დედაქალაქელები გასულ ტურში “სევილიასთან” დამარცხდნენ და “ბარსას” ამ მიღწევის შანსი უფრო გაეზარდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. ეს რომ მოხდეს, “ბარსამ” დარჩენილ ორ შეხვედრაში “ლევანტე” და “სოსიედადი” უნდა დაამარცხოს, “რეალმა” კი “სელტასთან” და “ვილიარეალთან” წააგოს. 

აქამდე, ორ გუნდს შორის ყველაზე დიდი სხვაობა 1987/88 წლების სეზონში დაფიქსირდა. მაშინ, მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონაზე” 23-ით მეტი ქულა დააგროვეს. მსგავსი შედეგი 2002/03 წლების გათამაშებაშიც იყო, როცა “რეალმა” მეტოქეს 22 ქულით გაუსწრო. 

“ბარსელონას” ყველაზე დიდი უპირატესობა 2013 წელს ჰქონდა. “ბლაუგრანამ” პრიმერა დივიზიონში “ბლანკოსზე” 15 ქულით მეტი დააგროვა. 

თუ საერთო შედეგს არა, კატალონიელები, დიდი ალბათობით, საკუთარ მიღწევას მაინც გააუმჯობესებენ, რადგან ახლა მათსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს შორის სხვაობა 18 ქულაა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • messi and iniesta
    schedule 13 მაი 2018, 15:52

    სელტას რა უქნა რეალლმა მართლა არრ მეგონა ასე იოლად თუ მოუგებდა

  • nelson semedo 2
    schedule 13 მაი 2018, 07:55

    რეალმა გაანადგურო 6-0 სელტა

  • Sergio5
    schedule 12 მაი 2018, 22:50

    ეგ კი არა ალარიოს დაუძახონ ნაკრებში ძაან გიჟი ფორვარდია, ჯერ მარტო დღეს რა ითამაშა

  • bembele
    schedule 12 მაი 2018, 21:54

    ციტატა: Messiah

    ციტატა: dzuzga

    ციტატა: Messiah
    დაერხა არგენტინას


    რატო

    მერკადო მოკვდა.. და შემცვლელი არ ჰყავთ


    მართლააა???

  • GRIEZMAN✓™
    schedule 12 მაი 2018, 21:11

    ჩამძორდა საიტი

  • Lionel Messi – Pure Magic
    schedule 12 მაი 2018, 20:22

    რაკაი ფოტოა smiling_imp