მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარანი “რეალთან” ერთად კატალონიაშია, ისკო განაცხადს მიღმა დარჩა

ვარანი “რეალთან” ერთად კატალონიაშია, ისკო განაცხადს მიღმა დარჩა

დღეს, მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული დანაკლისით ითამაშებს, თუმცა დედაქალაქელებისთვის საქმე იმაზე უკეთესადაა, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. 

რაფაელ ვარანმა ვარჯიში განაახლა და კატალონიაში გაემგზავრა, ისკო ალარკონი კი ბოლომდე მზად არ არის და ზიდანმა მისი განაცხადში შეყვანა საჭიროდ არ ჩათვალა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბარსელონაში ვერ ჩავიდა დანი კარვახალი, რომელსაც ტრავმა აქვს. 

“რეალის” განაცხადი ასე გამოიყურება: ნავასი, კასილია, ლუკა ზიდანი, ნაჩო, ვარანი, რამოსი, ვალიეხო, მარსელო, ტეო ერნანდესი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი, სებალიოსი, ასენსიო, ვასკესი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა. 

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Lasha71
    schedule 06 მაი 2018, 21:46

    ხისტად უნდა ვითამაშოთ ! ზღვარზე !
    smile laughing smiley

  • Just Cule
    schedule 06 მაი 2018, 21:19

    ———ნავასი———
    ნაჩო—ვარანი—რამოსი—მარსელო
    ვასკესი—კაზემირო–მოდრიჩი–კროოსი
    ———–რონალდო—ასენსიო———–

  • messi and iniesta
    schedule 06 მაი 2018, 21:12

    უფრო უკეთესი იქნება რეალი ძირითადი ფეხბურთელებით დავამარცხოთ