მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ბ-რეუსი 0-1 [ვიდეო]

ბარსელონა ბ-რეუსი 0-1 [ვიდეო]

სეგუნდა დივიზიონში “ბარსა ბ”-მ მორიგი მატჩი გამართა და კვლავ დამარცხდა. ამჯერად, კატალონიელებმა “რეუსს” უმასპინძლეს და შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 0-1 დათმეს. ერთადერთი გოლი თამაშის დასაწყისში ხუან მაიორდომომ გაიტანა. 

“ბარსა ბ” 38 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილს იკავებს. მე-18 პოზიციაზე მყოფ “ჟიმნასტიკთან” სხვაობა 6 ქულაა, თანაც ამ გუნდს კიდევ ერთი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

სავარაუდოდ, სარეზერვო გუნდი სეგუნდა ბ-ს საგზურს მალე ოფიციალურად გაიფორმებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • messi and iniesta
    schedule 06 მაი 2018, 11:06

    ე ყველაფერი ძან კარგად მეტყველებს ლა მასიასი ცუდ მუშაობაზზე

    დღეს საღამოს "კამპ ნოუზე" მთავარი საფეხბურთო დაპირისპირება გაიმართება – "ბარსელონა" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

    გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ორი ისტორიული კონკურენტი ხვდება, მატჩს დამატებითი ინტრიგაც გააჩნია – ეს გენიალური ანდრეს ინიესტასთვის ბოლო "ელ კლასიკო" იქნება.

    33 წლის ელეგანტული ესპანელი "რეალის" წინააღმდეგ დღეს თავის 38-ე შეხვედრას ჩაატარებს და თუ ერნესტო ვალვერდე მისცემს შანსს, შესაძლოა "ელ კლასიკოებში" მოედანზე გატარებული 3000 წუთი დაუგროვდეს.

    2004 წლის ნოემბრიდან დაწყებული ანდრესმა 16 "ელ კლასიკო" მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 12 წაააგო. გთავაზობთ ინიესტას 8 საუკეთესო მომენტს კლასიკოებიდან.

    1 – დებიუტის გამარჯვებით აღნიშვნა

    ანდრეს ინიესტას პირველი "ელ კლასიკო" 2003/04 წლების სეზონში, 2004 წლის 20 ნოემბერს, შედგა და საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მეორე ნახევაარში ფრენკ რაიკარდმა მოედანზე 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი შეუშვა, რომელიც "კამპ ნოუს" პუბლიკამ აპლოდისმენტებით მიიღო. "ბარსამ" კი საკუთარ მოედანზე ვან ბრონხოსტის, ეტოოსა და რონალდინიოს გოლებით "სამეფო კლუბი" 3:0 გაანადგურა.

    ინიესტას 8 საუკეთესო მომენტი კლასიკოებიდან

    2 – პირველი ზიზღი საკუთარ მოედანზე

    ინიესტამ "ელ კლასიკოში" პირველი საშინაო მარცხი მე-7 კლასიკოში იწვნია – ანდრესმა 2007/08 წლების სეზონის პირველი წრის კლასიკოში მოედანზე 90 წუთი დაჰყო და მისმა გუნდმა 0:1 წააგო. გამარჯვების ბურთი ლეო ბაპტისტაომ ულამაზეს სტილში გაიტანა და ინიესტას პირველი იმედგაცრუება, ზიზღი, აგემა. სეზონის ბოლოს მადრიდელებმა ჩემპიონობა ნაადრევად გაიფორმეს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" საპასუხო თამაშის წინ "ბარსამ" მეტოქეს კორიდორი გაუკეთა.

    ინიესტას 8 საუკეთესო მომენტი კლასიკოებიდან

    3 – 2:6 ფესტივალი

    მადრიდში გაკეთებული კორიდორიდან 1 წელიწადში "ბარსელონამ" რევანში აიღო და "სამეფო კლუბს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მარცხი აგემა. კატალონიელებმა, პეპ გვარდიოლას სადებიუტო სეზონში, "რეალი" სტუმრად 6:2 გაანადგურეს და "ბარსელონას" ეპოქაც აქედან დაიწყო. ინიესტამ მოედანზე 85 წუთი დაჰყო და მოედნის ცენტრში ტურესთან და ხავისთან ერთად ჩინებულად იმოქმედა.

    4 – "მოკეტე, კრისტიან!"

    2009 წელს "ბარსელონას" ტრებლის მოგების შემდეგ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის პოსტზე ფლორენტინო პერესი დაბრუნდა და ეგრევე ვარსკვლავური ტრანსფერი განახორციელა – კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელის პირველი კლასიკო "კამპ ნოუზე" 0:1 მარცხითა და ერთი საინტერესო ეპიზოდით დასრულდა. ლასანა დიარასთან შეჯახების შემდეგ მოედანზე დაწოლილ ინიესტას კრიშტიანუმ უთხრა, რომ თეატრზე ეფიქრა. ანდრესის რეაქციამ კი ყველა გააოცა – ადამიანი, რომელიც ძალიან იშვათად ბრაზდება, რონალდუმ გააღიზიანა და პასუხიც მიიღო: "მოკეტე, კრისტიან!".

    ინიესტას 8 საუკეთესო მომენტი კლასიკოებიდან

    5 – სრული განადგურება – 5:0

    ერთი წლის შემდეგ ფლორენტინო პერესმა პელეგრინი ჟოზე მოურინიოთი შეცვალა, მაგრამ პორტუგალიელმა პირველი კლასიკოში კატასტროფა გამოიარა. "კამპ ნოუზე" ხავიმ, ინიესტამ და მესიმ ულამაზესი ფეხბურთო აჩვენეს, მადრიდულ კლუბს გადაუარეს და მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს – 5:0!

    6 – მესტალიას საჯარიმოი

    იმავე 2010/11 წლების სეზონში "რეალმა" და "ბარსელონამ" 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი კლასიკო გამართეს. 2 ჩემპიონატში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე და კიდევ ერთი ესპანეთის სამეფო თასის ფინალში. კატალონიელებმა პირველი ორი ტურნირი მოიგეს, ხოლო კოპა დელ რეის გადამწყვეტ თამაშში "მესტალიაზე" დამარცხდნენ. დამატებით დროში კრიშტიანუ რონალდუმ ბრწყინვალე თავურით გაიტანა და ინიესტას "ბარსამ" მეორე ტრებლის გაფორმება ვეღარ მოახერხა.

    7 – პირველი გოლი

    ანდრესმა თავისი პირველი გოლი კლასიკოებში 21-ე თამაშში გაიტანა – ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც "ბარსამ" შინ 3:2 მოიგო და მორიგი სკანდალური დაპირისპირებით დასრულდა – ჟოზე მოურინიომ პეპ გვარდიოლას ასისტენტს, ტიტო ვილანოვას, ყური აუწია. ინიესტამ მატჩში პირველი ბურთი გაიტანა და იკერ კასილასს ულამაზესი ე.წ. "მინი-პარაშუტით" დაუგვირგვინა. თამაშის ბოლოს კატალონიელებმა სუპერთასის მოგება იზეიმეს.

    ინიესტას 8 საუკეთესო მომენტი კლასიკოებიდან

    8 – ბერნაბეუს ოვაციები

    2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი გამარჯვების გოლის შემდეგ ანდრეს ინიესტას მთელი ესპანეთი ტაშს უკრავდა და მიუხედავად "ბარსელონასთან" მტრობისა, ეს "სანტიაგო ბერნაბეუმაც" გააკეთა. 2015 წლის ნოემბერში რაფა ბენიტესის საზიზღარი "სამეფო კლუბი" ფანტასტიკურ ფორმაში მყოფმა "ბარსელონამ" სტუმრად 4:0 ლეო მესის გარეშე გაანადგურა და ანდერსმა მეორე ტაიმში ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ინიესტა მთელი თამაში შესანიშნავად მოქმედებდა და როდესაც ბოლოსკენ მოედანი დატოვა, მას მადრიდული პუბლიკაც აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა