მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიერი ანრი: მიეცით ინიესტას ბურთი და ის სუპერმენად გადაიქცევა

ტიერი ანრი: მიეცით ინიესტას ბურთი და ის სუპერმენად გადაიქცევა

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრი ანდრეს ინიესტაზე საუბრობს. 

“ანდრესი არის ფეხბურთელი, რომელიც ბურთთან უფრო მეტს საუბრობს, ვიდრე მედიასთან. მისი მონაწილეობით ბევრ ინტერვიუს ვერ იხილავთ, მაგრამ თავის სათქმელს ინიესტა მოედანზე ამბობს. 

ყოველთვის, როცა მას ვხედავდი, თითქოს ვერც ვამჩნევდი. ის ყოველთვის წყნარი იყო, ჩუმი, არაფერს აკეთებდა, მაგრამ თუ ბურთს მისცემდი, სუპერმენად გადაიქცეოდა. 

ინიესტას ვერ დაიჭერ, ძალიან მარტივად ჩაგივლის, რაც გამაღიზიანებელია. როგორ აკეთებს ის ამას? სწრაფია? არც ისე. ძლიერია? არა. ის ამ ყველაფერს მისი გონების საშუალებით აკეთებს და რთული მოძრაობის გასაკეთებლად 2-3 ნაბიჯი სჭირდება”. – აცხადებს ანრი, რომელიც “ბარსელონაში”, ინიესტას გვერდით, 2007-10 წლებში თამაშობდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • messi and iniesta
    schedule 04 მაი 2018, 08:44

    Ini sauketesoo xar zan magra mevaseba seni fexburts stili