დუბლის მოგებასთან ერთად, 2017/18 წლები “ბარსელონასთვის” იმითაც იყო გამორჩეული, რომ გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა. წარმოგიდგენთ კატალონიელების 10 მიღწევას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
1. წაუგებელი სერია

“ბარსამ” ლა ლიგაში ზედიზედ 41 წაუგებელი სერია ჩაატარა, თანაც, ამ სეზონში, 4 მატჩი ჯერ კიდევ წინაა. ამ შედეგით, გუნდმა “სოსიედადის” მიერ 1979/80 წლებში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.
2. საუკეთესო დასაწყისი

2017/18 წლების სეზონის სტარტი “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო იყო. თუმცა, ეს სტარტი ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, ეს არც მოხდეს, თუ კატალონიელებმა დარჩენილ ტურებში არ წააგეს. ერნესტო ვალვერდემ საწყისი 34 მატჩი მოიგო ან ფრედ დაასრულა. აქამდე, საუკეთესო შედეგი პეპ გვარდიოლას ეკუთვნოდა – 31 შეხვედრა.
3. ძელი…

არცერთი გუნდის ფეხბურთელებს იმდენჯერ არ გაურტყამთ ბურთი ძელის და ხარიხისთვის, რამდენჯერაც ეს “ბარსელონას” მოთამაშეებმა მოახერხეს. სხვებისგან განსხვავებით, ეს რეკორდი არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ფაქტია, რომ კატალონიელებისთვის ამას განსაკუთრებით დიდი პრობლემა არ შეუქმნია.
4. იმედი ბოლომდე ცოცხლობს

“ბარსამ” მიმდინარე სეზონში 9 ისეთ შეხვედრაში მოახერხა მინიმუმ ქულის მოპოვება, რომელსაც აგებდა. 5 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა, 4-ჯერ კი “ბლაუგრანამ” გაიმარჯვა.
5. გამარჯვება “ბერნაბეუზე”

პირველი წრის ბოლოს “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” დამარცხება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო. თანაც, ეს ესპანეთის ჩემპიონის თასის ყოფილი მფლობელის საშინაო მოედანზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო, ასეთი შედეგი კი აქამდე არ დაფიქსირებულა.
6. “ანოეტას წყევლის” დაძლევა

მიუხედავად იმისა, რომ 0-2-ს აგებდა, “ბარსამ” “ანოეტაზე” გუნდისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე, “რეალ სოსიედადი” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. 11 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც კატალონიელებმა ბასკური ქალაქიდან 3 ქულის წამოღება შეძლეს.
7. გაუვალი დაცვა

მეკარის და მცველების დამსახურებით, “ბარსელონამ” ლა ლიგის საწყის 10 ტურში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. სულ, გუნდმა 21 გოლი მიიღო, მაგრამ ეს საუკეთესო შედეგი არაა: მადრიდის “ატლეტიკომ” ამაზე 3-ით ნაკლები გოლი გაუშვა.
8. შეუჩერებელი ლეო მესი

არგენტინელმა ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით გერდ მიულერს აჯობა. ამასთან ერთად, მან ლა ლიგაში 36-ე გუნდის კარში გაიტანა და რაულ გონსალესის მიღწევა გააუმჯობესა.
10. “ელ პისტოლერო”

“ლა როსალედაზე”, “მალაგას” კარში გატანილი გოლის წყალობით, სუარესს უკვე ყველა იმ ესპანური გუნდის კარი აქვს აღებული, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია.
10. “ბარსელონას” თილისმა

მარკ ტერ შტეგენი – ფეხბურთელი, რომელმაც ყველა იმ თამაშში მიიღო მონაწილეობა, რომლის საშუალებითაც გუნდმა წაუგებელი მატჩების მხრივ რეკორდი დაამყარა. ასე რომ, ეს მიღწევა, განსაკუთრებით, სწორედ გერმანელი მეკარის დამსახურებაა.




ბარსელონამ კოპა დელ რეი უნდა დაიკიდოს ბოლომდე,იქ მხოლოდ ბ გუნდისა და პირველი გუნდის ის ფეხბურთელები ათამაშოს ვისაც სათამაშო დრო აკლია ხოლმე სეზონის განმავლობაში.პრიორიტეტი მხოლოდ ლიგა და ლალიგა უნდა გახდეს.ტრიპლეტი კარგია მარა,საბოლოოდ მომავალში იმას კიარ გაიხსენებენ რამდენი ტრიპლეტი დავდეთ.არამედ რამდენი ლიგა მოვიგეთ,მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი გუნდი რეალი სამწუხაროდ მხოლოდ მაგ მიდგომით გვჯობია,თასზე თუნდაც ჭ კლასის გუდნებთან წავაგოთ,ლიგა უნდა ვიჩალიჩოთ,ისტორია უპირატესობას რამდენი ლიგა მოიგო გუნდმა იმას ითვლის,საკუთარ ჩემპიონატშიც უნდა დომინირებდე მაგრამ მარტო მაგით ფონს ვერ გახვალ.დიდი სხვაობაა უკვე რეალსა და ბარსას შორის ლიგის მხრივ ეგენი 13-ედ აპირებენ ლიგის მოგებას ჩვენ კი მხოლოდ 5 გვაქ.რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ ამ ყველაფრიდან ყოველ წელს რო უაზროდ ვვარდებით ლიგიდან.იმედია ამ სეზონის შემდეგ დიდი ცვლილებები მოხდება,როგორც შემადგენლობის მხრივ ისე პრიორიტეტების მხრივაც.ლიგას მიაწექით ბიჭებო და ლალიგას.
ეერთ რეკორდს კვლავ დავამხობთ
ბარსას თამაშზე 6 ში დავწერ