მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
13 წელი მესის სადებიუტო გოლიდან

13 წელი მესის სადებიუტო გოლიდან

1 მაისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა “ბარსელონას” ისტორიაში. წარმოგიდგენთ ამ თარიღთან დაკავშირებულ მოვლენებს.

  • 114 წლის წინ, კლუბის პრეზიდენტმა, არტურ უიტიმ “ბარსელონას” პირველი გასვლითი შეხვედრის ორგანიზება მოახდინა. კატალონიურმა გუნდმა ფრანგულ “ტულუზას” 3:2 მოუგო.
  • 1957 წლის 1 მაისს, ესპანეთის თასის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში “ბარსელონამ” “ატლეტიკო” 8:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ეულოჩიო მარტინესმა აქტივში 7 გოლი ჩაიწერა.
  • ზუსტად 1 წლის შემდეგ, საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის საპასუხო ფინალურ დაპირისპირებაში “ბარსელონამ” ლონდონის ნაკრებს 6:0 სძლია. “ბლაუგრანა” ამ ტიტულის პირველი ლაურეატი გახდა.
  • 2005 წლის 1 მაისს, “ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კლუბის მაისურით პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. ლეო “ალბასეტესთან” მატჩში მოედანზე ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე გამოვიდა.
    მოედანზე გამოსვლიდან 1 წუთის შემდეგ, არბიტრებმა არგენტინელს სადავო თამაშგარის გამო გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა, მალევე, რონალდინიომ მესის მორიგი გადაცემა გაუკეთა და ამჯერად, ყველაფერი სასურველი შედეგით დასრულდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • messi and iniesta
    schedule 02 მაი 2018, 14:37

    13 წელი საუკეთესო ფფეხბურთელის დებიუტიდან

  • dshvelidze
    schedule 01 მაი 2018, 23:26

    გადის რეალი ფინალში
    ასეთი სუნი მცემს