სერხიო ბუსკეტსი მიიჩნევს, რომ ბოლო 10-დან 7 ლიგის მოგება კლუბისთვის ძალიან კარგი მიღწევაა.
“ამ ტიტულის მოგება რთულია და დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო რთულდება. 10-დან 7-ჯერ ჩემპიონები გავხდით, რაც, იმ მეტოქეების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ გვყავს, შესანიშნავი შედეგია. ამ სეზონში კი ჩემპიონობის განაღდება ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მოვახერხეთ.
საოცარ ფეხბურთელს ვკარგავთ, მაგრამ მას გადაწყვეტილების მიღების უფლება თავად აქვს. ყოველთვის პატივი უნდა სცე ადამიანს, რომელმაც საკუთარი ერა შექმნა. ანდრესი ლეგენდაა და ყოველთვის ასე იქნება”. – აცხადებს ბუსკეტსი.




უფრო მეტს აიღებ ბუსკე ამასი დარწმუნებული იყავი
შენც ლეგენდა ხარ