“ხოსეპ გვარდიოლას კვლავ აწუხებს ზურგის ტკივილები, რაც ძალიან ცუდია”.
“ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, დაძაბული და დრამატული. მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა, ასეთი გამოცდები გუნდს კიდევ ექნება და თან არაერთი. ჩვენ მაქსიმალურად კარგად უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ ვიცოდით, რომ “მესტალიაზე” გასვლა ერთ–ერთი ყველაზე რთული გასვლითი მატჩი იქნებოდა სეზონში. პირველი ტაიმი გუნდმა და საერთოდ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რაც ძალიან ცუდია”.
“შესაძლოა გულშემატკივარი 0:4 ან 0:5 ელოდა, მაგრამ სასაცილოა, ასეთი დონის გუნდთან ამ შედეგისათვის თამაში. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ მატჩის ბედს ერთი მაქსიმუმ ორი გოლი გადაწყვეტდა.
“მინდა აღვნიშნო ბუსკეტსი ვილიას და ადრიანოს თამაში. დავიდისათვის ეს მატჩი ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მას ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხიც ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს თავი კარგად გაართვა. რაც შეეხება სერხიოს იგი, როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო მეტოქისათვის ბურთის ართმევაზე. ხოლო რაც შეეხება ადრიანოს, მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემაც გააკეთა”.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა ხოსეპ მარია ბარტომეუმაც, მან განაცხადა. “ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩვენი გუნდისათვის. ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ ჩემპიონობისაკენ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ჩემპიონატი არ დასრულებულა და კიდევ მოგვიწევს ასეთ მძიმე მატჩების ჩატარება”.
