მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინიესტას ბოლო ფინალი

ანდრეს ინიესტას ბოლო ფინალი

“სევილიასთან” მატჩში “ბარსელონას” კაპიტანმა განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან გოლის გატანაც მოახერხა: 52-ე წუთზე ანგარიში 0-4 გახადა. 

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერნესტო ვალვერდემ ინიესტა მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად მინდორზე დენის სუარესი შეუშვა. ანდრესისთვის (და არა მარტო) ეს მომენტი ძალიან ემოციური იყო და მან ცრემლებიც ვერ შეიკავა. 

როგორც ჩანს, 33 წლის ნახევარმცველმა კატალონიური გუნდის რიგებში უკანასკნელი ფინალი ჩაატარა. დიდი ალბათობით, ის ზაფხულში “ბარსას” დატოვებს და ჩინეთის სუპერ ლიგის ერთ-ერთი კლუბს შეუერთდება. როგორც ინიესტა ამბობს, მის გადაწყვეტილებას ის ამ კვირაში დაასახელებს. თუ ინიესტას წასვლა აქვს გადაწყვეტილი, მაშინ მას “ბარსელონაში” მხოლოდ 5 შეხვედრა დარჩა, აქედან ორი – “კამპ ნოუზე”. ერთ-ერთ მათგანში, კაპიტანი გუნდთან ერთად ლა ლიგის გამარჯვებულის წოდებას გაიფორმებს და კლუბს პოზიტიურ ნოტაზე დაემშვიდობება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (21)

  • Don_Andresito
    schedule 22 აპრ 2018, 21:34

    ციტატა: tato777
    გუშინ მართლაც ის ძველი ბარსა იყო, რომელიც მსოფლიოს აზანზარებდა. რაც შეეხება რომასთან თამაშს, ვფიქრობ ეს იყო ძაან ცუდი პერიოდი და არანაირი გაყიდვა ან სპექტაკლი. გუშინაც გამოჩნდა, რომ ამ გუნდის სული და გული არის მესი, ინი და ბუსკეტსი. შევხედოთ ეხლა: მესის ეტყობა მართლაც ტრავმა ჰქონდა, ვერ ითამაშა იმის ნახვეარიც კი რასაც თამაშობს და საერთოდ მაგ თამაშში 4 კმ ირბინა მარტო, რაც შტეგგენზე ნაკლები იყო. რაც შეეხება ბუსის მას არ ქონდა საერთოდ ტრავმა მორჩენილი და ეს თამაშისას ეტყობოდა, ბუსის მაგდენი დაკარგვა და ორთაბრძოლის წაგება ერთად არ ქონია კარიერაში. და ამ ყველაფერს დაუმატეთ ვალიკოს შეცდომა თამაშში პაულინიოს და დემბელეს არ გამოყენების გამო და ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა ეს შედეგი. ისევ სანაკრებო პაუზა და ისევ ის წედეგი. ამიტომ სასადარიგო სკამი არის ყაკმაოდ გასაძლიერებელი, რომ არ გვქონდა შიში ვინმეს ტრავმის მიღებაზე.


    შევხედოთ რეალს, რომელმაც უარი თქვა ლა ლიგაზე, თასზე, მალევე ჩაქიმა ორივე ტურნირში და ლიგიდან ლიგამდე თამაშობენ, თან 2ჯერ ძლიერი სკამით ვიდრე ჩვენ გვყავს, ზუსტად იგივე გააკეთა ლივერპულმა,რითი აჯობა სიტის? გამძლეობით, ენერგიით, სიტიმაც ბარსას მსგავსად შიდა ტურნირები დადო და დაიღალა,რომასაც არაფერი საქმე არ აქვს, შეუძლია ყოველი მეორე თამაში მოუგოს სერია ა ში სპალებს და კროტონეებს და 4ულში შევა არასტაბილური კონკურენტების გამო. ბავარიას კიდე საერთოდ არ აქვს შიდა ჩემპიონატი, შეუძლია დაისვენოს, მეორე კამანდა გაიყვანოს და 5-0 მოიგოს. უმარტივესია, ლიგიდან ლიგამდე თამაში. თან 1/2 ფინალამდე ძლიერი მეტოქე არ ყოლია, ბეშიქთაში და სევილია… ეხლა ბარსა ავიღოთ, რამდენით მეტი თამაში ჩაატარა რეალზე? თასებზე ესპანიოლთან და ვალენსიასთან 4 ურთულესი თამაში, + ფინალი. ამას დაუმატეთ მოტივაცია ლა ლიგის წაუგებელი სერიის გაზრდაზე და ტიპს კამანდა საერთოდ არ დაუსვენებია. 2 ჯერ სცადა მესის დასვენება და ორივეჯერ შემოსაყვანი გაუხდა. სკამი 0. რეალს შეუძლია სკამზე ისკო ბეილი ასენსიო ვასქესი კოვაჩიჩი ყავდეს და რონალდო სულ არაა საჭირო მოენდაზე. თან მთელი პირველი ნახევარი სეზონის დაისვენა. მეორე ნახევარს ლიგიდან ლიგამდე თამაშობს. მაშინ როცა მესი ინი ბუსი პიკე, აღარ არიან პატარა ბიჭები ამხელა დატვირთვა მიიღეს, ამდენი თამაში, მერე ეს სანაკრებო პაუზა ვინც დანიშნა უნდა დახვრიტო. ბოლომდე გამოიწურა გუნდი და შედეგიც ეგ იყო. რომას ძირითადის 7 ფეხბურთელი ნაკრებში არ გამოუძახიათ. ბარსადან კიდე მარტო რობერტოს არ დაუძახეს, ბუსის მესის და სემედოს ტრავმები ქონდათ. დალშე ყველამ 2-2 თამაში ითამაშა,თან საკმაოდ რთული თამაშები. ეს იყო შედეგი. გადაწყვიტეს დაესვენათ, 4-1 ის მერე, ძალები დაეზოგათ და ეგაა. ვალვერდეს სიფარჩაკეს 100ჯერ გავუსვი ხაზი და იგივეს აღარ ვიტყვი. პროსტა არ მინდა დავიჯერო რო გაყიდეს, თორე გუნდი რომელიც თამაშებს ყიდის იმას ვერ ვუბალეშიკებ და მაშინ უნდა ვაგინებდე და მძულდეს ბარსა. მე ნერვები დავიწყვიტე და იმათმა თამაში გაყიდეს? მილიონობით ადამიანს ნაცარი შეგვაყარეს? თორე ბაზარი არაა ეს ბარსა რაც გუშინ ვნახეთ რომასთან 3-0 არ უნდა აგებდეს. მარა რას იზამ. სკამი უნდა გაძლიერდეს. და ის ხალხი რო ამბობს არც გრიზმანი გვინდაო და კაი 11 ეული გვყავსო ცდებით. გრიზიც გვინდა და რაც მეტი ტოპ მოთამაშე გვეყოლება უკეთესი. რეალი მაგით იგებს სხვა არაფრით. არც კლასი აქვთ მეტი და არც არაფერი (მსაჯებზეც აღარაფერს ვიტყვი).