workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პრემიერ – მინისტრი “ბარსელონასა” და “ყატარის” თანამშრომლობას მიესალმება

პრემიერ – მინისტრი “ბარსელონასა” და “ყატარის” თანამშრომლობას მიესალმება

 ესპანეთის პრემიერ მინიტრი ხოსე ლუის საპატერო მიესალმება “ბარსელონასა” და “ყატარს” შორის დადებულ ხელშეკრულებას. 

პრემიერ – მინისტრი ყატარის პრემიერ–მინისტრს ხამადომ ბინ ჯაბერ ალ ტანის შეხვდა. მათ განიხილეს ამ ორი სახელმწიფოს მჭიდრო და მეგობრული კავშირი. მათ ასევე დადეს ხელშეკრულება რის შედეგადაც, ესპანეთი იხეირებს 3 მილიონი ევროთი. ასევე საპატერომ ესაუბრა ალ ტანის “ბარსელონასა” და ფეხბურთის შესახებ და დააფიქსირა, თავისი კმაყოფილება ამ ფაქტის მიმართ. მისი აზრით ასე უფრო მეტად განვითარდება ფეხბურთი, როგორც ყატარში ისევე ესპანეთში.

ასევე პრემიერ – მინისტრი ესაუბრა ყატარის პრემიერ – მინისტრს სამომავლო გეგმებზე, მან დააფიქსირა თავისი აზრი და წინ წამოწია ქალაქ ბარსელონას თემა, საპატერომ განაცხადა, რომ ბარსელონა მზად არის გამართოს “დიდი თამაშები” ისეთები, როგორიც ოლიმპიადაა, ანდაც ჩაატაროს “რალი რეიდ დაკარი”, რომელიც ჩვეულემისამებრ იანვარში იმართება. 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში