”ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერმა ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება კატალონიის ”ბარსელონას” დამარცხება, იტყობინება ”მარკა”.
ბასკი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ კატალონიელებს არ უნდა მიეცეთ საკუთარი სათამაშო ფილოსობიით აპელირების საშუალება.
”იმისათვის, რომ მოუგო ”ბარსელონას” მნიშვნელოვანია, რომ წაართვა ბურთი. თუ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ მსხვერპლის როლში აღმოვჩნდებით. კარგად ვიცით, რომ მეტოქეს ჩვენი კარის აღების საშუალება ექნება, თუმცა შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ გოლი ვერ გაგვიტანონ. ამას გარდა, ჩვენც გვმართებს თავდასხმაზე გადასვლა. მოწინააღმდეგემ უნდა იცოდეს, რომ ჩვენგან მოსალოდნელია საფრთხე.”- განაცხადა უნაი ემერმა.
შეგახსენებთ, რომ ”ვალენსიასა” და ”ბარსელონას” შორის შეხვედრა დღეს, ”მესტალიაზე” გაიმართება.
