workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა გვარდიოლა ვალენსიაში ვერ გაემგზავროს

შესაძლოა გვარდიოლა ვალენსიაში ვერ გაემგზავროს

ბოლო პერიოდის განმავლობაში ”ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას მცირე ტკივილები აწუხებდა წელის ქვედა არეში. ტკივილები იმდენად გამძაფრდა, რომ ახალგაზრდა მწვრთნელი დღევანდელ ვარჯიშზე არ გამოცხადდა.

ამჟამად გვარდიოლა ტრავმას მკურნალობს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ის გუნდთან ერთად ვალენსიაში გამგზავრებას. იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ”ბარსას” გვარდიოლას ასისტენტი, ტიტო ვილანოვა უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონას” ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს მიმდინარე დღეებში. ოთხშაბათს გუნდს გასვლითი მატჩი აქვს ”ვალენსიას” წინააღმდეგ. შაბათს კატალონიელები ”სარაგოსას” მასპინძლობენ. ასევე საშინაო მატჩი ელის ”ბარსელონას” 8 მარტს, ლონდონის ”არსენალის” წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ ”არსენალისა” და ”ბარსელონას” უკანასკნელი შერკინება ინგლისელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში