მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ალბა: მესის გვერდით თამაში დიდი სიამოვნებაა

ჟორდი ალბა: მესის გვერდით თამაში დიდი სიამოვნებაა

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე “ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ თავის თანაგუნდელ ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

“როგორც გუნდი, მესისთან ერთად უკეთესად გამოვიყურებით. ის მეტოქეებს აშინებს, ჩვენს თამაშს კი უკეთესს ხდის. თავისი შესაძლებლობების გამოვლენა მან “სევილიასთან” შეხვედრაშიც მოახერხა, როცა გამათანაბრებელი გოლი შეაგდო. ლეოს გვერდით თამაში დიდი სიამოვნებაა.

არგენტინის ნაკრებთან, ცოტა არ იყოს, გამანადგურებელი შედეგი დაფიქსირდა, მაგრამ უკეთესმა გაიმარჯვა. ესპანეთს დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ, თუ ერთმანეთს მუნდიალზე ისევ შევხვდით, არა მგონია, ყველაფერი ასე მარტივად გადაწყდეს”. – განაცხადა ალბამ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • Mess10
    schedule 04 აპრ 2018, 10:34

    მოკლედ გუნდი რომელიც რეალს ბურთს ვერ დაუმალავს და ვერ გაუგორებს გაიზიარებს პსჟ-ს და იუვეს ბედს :))) ზედმეტად ძლიერები და სწრაფები არიან ეს დალოცვილები. რონალდო რესპექტ იმისდა მიუხედავად რომ ბარსას ფანი ვარ რონალდომ გუშინ კვლავ გაიბრწყინა. იმედია ნახევარფინალში ბაერნი, სიტი, ბარსა და რეალი გავლენ და იდეაში ყველა იჭერს ბურთს და ვნახოთ რა მოხდება დალშე :))) დღეს კიდე რომა უნდა გავუშვათ ისე რომ მეორე თამაშზე ახალგაზრდები გამოიყვანოს მოედანზე :დდდ

  • philipe coutinho
    schedule 03 აპრ 2018, 23:39

    ციტატა: რაღაცნაირი
    აი რაშია პრობლემა … იმას კიარ ამბობთ რომ რეალი არის იუვეზე ძლიერი და იმიტო გაუტანა … არამედ იუვე არის ძალიან სუსტი და მაგიტო გაუტანა გოლი. ანდა დათმო იუვემ თამაში სერია ა – ს გამო …
    ეს არნიშნავს რომ აქ რეალის დიდება და ა.შ უნდა დაიწეროს მაგრამ ვფიქრობ არც ასე დაკნინება არარის სწორი


    მართალიხარ ძმაო…ეგრე არ შეიძლება ბიჭებო…მეც კულევარ მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ დღეს რეალი უფრო ძLიერია და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არავინ არავის არ უწვება ნუ დავემსგავსებით რეალის გულშემატკივარს (ყველას არეხება რათქმაუნდა) და ვიყოთ სამართლიანები რეალი დღეს იუვეზე ძლიერია და რონალდოც მაგარ ფორმაშია…მოვლენ ეგენი ნახევარფინალშIდა იქ ორივეს რომ მოვუგებთ მერე დამშვიდდება მთელი "სამეფო" :დდ

  • რაღაცნაირი
    schedule 03 აპრ 2018, 23:03

    აი რაშია პრობლემა … იმას კიარ ამბობთ რომ რეალი არის იუვეზე ძლიერი და იმიტო გაუტანა … არამედ იუვე არის ძალიან სუსტი და მაგიტო გაუტანა გოლი. ანდა დათმო იუვემ თამაში სერია ა – ს გამო …
    ეს არნიშნავს რომ აქ რეალის დიდება და ა.შ უნდა დაიწეროს მაგრამ ვფიქრობ არც ასე დაკნინება არარის სწორი

  • neo222
    schedule 03 აპრ 2018, 22:57

    ციტატა: Visca el barca
    დაუწვნენ უკვე…


    აბა აბა, ესენი მაგრაბი არიან იქ იტალიაში გენოასთან , კალიარისთან ბენევენტოსთან და ა . შ

  • რაღაცნაირი
    schedule 03 აპრ 2018, 22:56

    ციტატა: Visca el barca
    დაუწვნენ უკვე…


    რას ნიშნავს დაუწვნენ? ანუ რა შინაარსიაქ joy

  • ღამურა
    schedule 03 აპრ 2018, 22:50

    raiyo ase uceb kristi

  • messi and iniesta
    schedule 03 აპრ 2018, 21:46

    ბარსას ყველა ფეხბურთელი პატივს ვცემ მაგრამ განსაკუთრებით მესის პიკეს ინიესტას და ალბას